საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია სტრასბურგში შეხვედრებს მართავს

25 სექტემბერი 2014

საქართველოს  ადვოკატთა  ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, აღმასრულებელი საბჭოს წევრები  ირაკლი ყანდაშვილი, ზურაბ როსტიაშვილი და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ციცინო ცხვედიანი ევროპის საბჭოს მოწვევით   სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  სტრასბურგში იმყოფებიან.

 ზაზა ხატიაშვილი, ირაკლი ყანდაშვილი, ზურაბ როსტიაშვილი და ციცინო ცხვედიანი   ევროპის  ადამიანის უფლებათა სასამართლოში  სასამართლო პროცესს  ,,ზახაროვი –რუსეთის წინააღმდეგ“ დაესწრნენ.  

 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში  წარსადგენი სარჩელის ფორმის  შეცვალიდან გამომდინარე,  საგანმანათლებლო საბჭოს   თავმჯდომარე  ირაკლი ყანდაშვილმა   ევროპის საბჭოში, საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე  ექსპერტებთან შეხვედრა გამართა.  რათა   მომავალი წლიდან,  ევროპელმა  ექსპერტებმა  ევროპის ადამიანის უფლებათა  დაცვის  სასამართლოში  სარჩელის შედგენის  და  ევროპის  ადამიანის  უფლებათა  სასამართლოში  სარჩელის  დასაშვებობის პროცედურების თაობაზე  ქართველ ადვოკატებს პრაქტიკული სემინარები ჩაუტარონ.  

სტრასბურგში ზაზა  ხატიაშვილი ევროპის საბჭოში  საქართველოს მუდმივ  წარმომადგენელს კონსტანტინე კორკელიას შეხვდა,  რომელიც  მზად  არის ქართველ  ადვოკატებს  დახმარება აღმოუჩინოს     ევროპის სასამართლოში  სარჩელის შეტანის პროცედურებთან  დაკავშირებით  სწავლების პროცესის ორგანიზებაში. 

ვიზიტის ფარგლებში,  ირაკლი ყანდაშვილი   ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში,  ქართველი ადვოკატებისათვის   ვიდეო ტრენინგების  ჩატარებასთან დაკავშირებით  ევროპული  სასამართლოს ექსპერტებთან  შეხვედრებს გამართავს..

 დელეგაცია თბილისში პარასკევს დაბრუნდება

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი